“კომაროვის ონლაინ სკოლაში” რეგიტრაცია დაიწყო!
- 07 სექტემბერი, 2026
სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის პროექტი
“კომაროვის ონლაინ სკოლა”
2026-2027 სასწავლო წელი
დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებისათვის.
პროექტის მიზანი:
· მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასელ მოსწავლეებს შეაყვაროს და ასწავლოს მათემატიკა/ფიზიკა, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე დაყრდნობით;
· ხელი შეუწყოს ქვეყანაში ფიზიკისა და მათეატიკის პოპულარიზაციასა და ცოდნის გავრცელებას.
პროექტის ამოცანები:
1. აღმოაჩინოს მოსწავლეში ტექნიკური საგნებისადმი ინტერესი;
2. შეაყვაროს მოსწავლეებს ტექნიკური საგნები;
3. შეაყვაროს მოსწავლეებს სწავლა, გამოუმუშაოს შრომის უნარი და შრომისადმი სიყვარული;
4. განუვითაროს მოსწავლეებს:
ა) დასმული ამოცანის გააზრების უნარი;
ბ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
გ) კრიტიკული აზროვნებისა და შემოქმედებითობის უნარები;
დ) ლოგიკური აზროვნების უნარი;
ე) აზრის ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
ვ) ტექნოლოგიური უნარები;
ზ) ასწავლოს მოსწავლეებს დასმული ამოცანის გადასაჭრელად სტრატეგიის შემუშავება;
თ) განუვითაროს აბსტრაქტული აზროვნების უნარი;
5. შესძინოს მოსწავლეებს საბაზისო ცოდნა, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მიმდინარე საკითხებზე მუშაობის დამოუკიდებლად გასაგრძელებლად.
6. შეძლონ კომპლექსური პრობლემის მარტივ დავალებებად დაყოფა-გააზრება
სასწავლო პროგრამა:
კომაროვის ონლაინ სკოლის სასწავლო პროგრამა თანხვედრაშია კომაროვის სკოლის შესაბამისი კლასების პროგრამასთან, რომელიც განთავსებულია ბმულზე: https://komarovi.edu.ge/ge/programs
სწავლების მეთოდები:
სასწავლო პროცესი წარიმართება პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების საშუალებით, რომლებიც სირთულის მიხედვით იცვლება მარტივი, ერთნაბიჯიანი ამოცანებიდან კომპლექსური ბუნების ამოცანებისკენ. მათ გადასაჭრელად საჭიროა შესაბამისი საგნის კომპეტენციების ფლობა.
· ამოცანების გადაჭრის პროცესში მოსწავლეები გაიაზრებენ კვლევის ეტაპებს;
· დასჭირდებათ ცოდნათა ორგანიზება და ურთიერთდაკავშირება;
· შეიძენენ ფაქტობრივ და პროცედურულ ცოდნას ფიზიკისა და მათემატიკის მიმდინარე კურსიდან. ამ ცოდნაზე დაყრდნობით განივითარებენ პირობისეულ ცოდნას;
· სასწავლო პროცესი წარიმართება კონსტრუქტივიზმის პრინციპით - მოსწავლეები წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, ეტაპობრივად, მასწავლებლის ფასილიტაციით თავად ააგებენ ახალ ცოდნას;
· მოსწავლეები მოახერხებენ სხვადასხვა ფიზიკური მოვლენისა და პროცესის სადემონსტრაციო საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზებას, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებასა და მის შედარებას ექსპერიმენტის შედეგებთან;
· ფიზიკური პროცესის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთთან დაკავშირებას და ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების ახსნას.
· შეძლებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული პროცესების მათემატიკურ ფორმულირებას, პრობლემის ჩამოყალიბებას და მისი გადაჭრის ალგორითმის დაგეგმვას
მეცადინეობების ფორმატი:
მეცადინეობები ჩატარდება ონლაინ, კვირის სასწავლო დღეებში (ორშაბათი-პარასკევი). თითოეულ სასწავლო დღეს მოსწავლეებს ჩაუტარდება ფიზიკაში ორი, მათემატიკაში სამი გაკვეთილი (თითოეული 40 წუთიანი). საერთო ჯამში კვირაში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ფიზიკის ოთხი 40 წუთიანი გაკვეთილი, ხოლო მათემატიკაში ექვსი 40 წუთიანი გაკვეთილი.
ჯგუფების დაკომპლექტება:
ჯგუფში იქნება მინიმუმ 8 და მაქსიმუმ 12 მოსწავლე
გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია დროებით ჯგუფში 12 ზე მეტი მოსწავლის ან 8 ზე ნაკლები მოსწავლის ყოფნა
მოსწავლეებს შეუძლიათ აირჩიონ:
ა) მხოლოდ ფიზიკის კურსი
ბ) მხოლოდ მათემატიკის კურსი
გ) ერთდროულად ფიზიკისა და მათემარიკის კურსი
შესაბამისი კურსის არჩევის შემთხვევაში მოსწავლემ უნდა შეარჩიოს შეთავაზებული განრიგიდან ერთ - ერთი (ჯგუფების შევსების შემთხვევაში შესაძლოა განრიგში დაემატოს განსხვავებული შესაძლებლობებიც). სწავლის განრიგი ცნობილი იქნება პროექტში რეგისტრაციის დაწყების შემდეგ.
სწავლა მიმდინარეობს სამ ტრიმესტრად: თითოეული ტრიმესტრი შეიცავს 24 სასწავლო დღეს (ფიზიკა 48 გაკვეთილი, მათემატიკა 72 გაკვეთილი). თითოეულ ტრიმესტრში მოსწავლეებს ჩაუტარდებათ ორი სადიაგნოსტიკო შეფასება, რომელთა შედეგების ანალიზით გაიზომება პროგრესი. ყოველ 12 მეცადინეობაში ერთხელ მშობლებს მიეწოდებათ დეტალური უკუკავშირი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებით.
2026 წლის შემოდგომის ნაკადის მოსწავლეებისთვის პირველი ტრიმესტრი დაიწყება 2026 წლის 28 სექტემბერს. მეცადინეობებს ჩაატარებენ კომაროვის სკოლის კვალიფიციური პედაგოგები.
კომაროვის ონლაინ სკოლაში მიღება:
ონლაინ სკოლაში რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 7 სექტემბერს. რეგისტრაციისთვის საჭირო სხვა დეტალები დაიდება სკოლის ოფიციალურ facebook გვერდზე.
სკოლა იტოვებს უფლებას, მოსწავლეს უარი ეთქვას შემდეგ ტრიმესტრში ან შემდეგ კლასში გადასვლაზე, შემაჯამებელი სადიაგნოსტიკო ტესტირების შედეგების საფუძველზე, ან დისციპლინური დარღვევების შემთხვევაში.
სწავლის საფასური:
ფიზიკის კურსი, ერთი ტრიმესტრი (იგივეა რაც 24 სასწავლო დღე (48 გაკვეთილი)) სწავლის საფასური იქნება 320 ლარი;
მათემატიკის კურსი, ერთი ტრიმესტრი (იგივეა რაც 24 სასწავლო დღე (72 გაკვეთილი)) სწავლის საფასური იქნება 480 ლარი
პროექტის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე გადახდა შესაძლებელია ეტაპობრივადაც
საკონტაქტო ინფორმაცია
ინფორმაციისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11.00-დან 17.00 საათამდე შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 2399313; 2 396796; 558968030
ასევე, შეგიძლიათ მოგვწეროთ ელ.ფოსტის და სოციალური მედიის საშუალებით: komarovisagamosskola@gmail.com
Facebook: სკოლა პანსიონი კომაროვი • Komarovi Campus School (ინბოქსში).
